

გორში, ნაგვის ურნების დაწვის ფაქტთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მოსახლეობას სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
„ნაგვის ურნების დაწვის შემთხვევა ღამის საათებში, ცაბაძის ქუჩაზე, თეატრის სკვერის მიმდებარედ დაფიქსირდა.
სამწუხაროდ, მოქალაქეთა უპასუხისმგებლობის და გაუფრთხილებლობის გამო, მსგავსი ფაქტი მუნიციპალიტეტის მასშტაბით არაერთხელ განმეორდა.
გთხოვთ, ყველამ ერთად გამოვიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და გავუფრთხიდეთ საერთო სარგებლობის ნივთებს და ტერიტორიებს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს