

გორის მუნიციპალიტეტის მერია კონკურსის წესით შერჩეულ ათ საპილოტე სკოლაში ფსიქოლოგების მუშაობას დააფინანსებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი პროექტს „ნეოლაბი - ახალგაზრდების განვითარებისთვის“ „ნეო TV“-სთან ერთად ახორციელებს.
„პროექტის მიზანი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების, მათი მშობლების, პედაგოგების ცნობიერების ამაღლებაა და მოზარდებთან ურთიერთობისას სწორი გზების შერჩევის მეთოდოლოგიას, საჭირო დროს მათთან ფსიქოლოგების ჩართულობას ითვალისწინებს.
პროექტი ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებულ კიდევ სხვა მიმართულებებსაც მოიცავს, მოზარდებს მიეცემათ საშუალება, ინფორმაცია მიიღონ მედიაწიგნიერების გზითაც ონლაინუსაფრთხოების შესახებ“, - აცხადებენ გორის მერიაში.
პროექტი „ნეოლაბი - ახალგაზრდების განვითარებისთვის“, ჯამში, 500-ზე მეტ ბენეფიციარზეა გათვლილი და გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ხელშეწყობის და განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით ხორციელდება.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს