

გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ბერშუეთში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე კობა ბერიანიძე მოადგილეებთან - ნანი ოქროპირიძესთან და გიგა გელაშვილთან, ასევე საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარესთან, ლია მამულაშვილთან ერთად გაეცნო.
სკოლასა და საბავშვო ბაღში არსებული მდგომარეობის გაცნობის გარდა, საკრებულოს წევრები ბერშუეთის თემში მერის წარმომადგენელთან, დავით ცერცვაძესთან ერთად, მოსახლეობასაც შეხვდნენ და სოფლის საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
როგორც საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც შედგება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს