

ლამინირებული პირადობის მოწმობების მფლობელები ID ბარათებს დღეიდან, 15 მარტიდან უფასოდ მიიღებენ.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, 1-ლი ივლისიდან 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები უქმდება.
პირადობის დამადასტურებელი ძველი დოკუმენტის შესაცვლელად, მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებს და მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს