

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო დაინტერესებულ კერძო პირებს და კომპანიებს სარეკლამო ბანერების განთავსებას სთავაზობს.
შესაბამისი მომსახურება აღნიშნულმა ორგანიზაციამ აუქციონზე უკვე გაიტანა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, აუქციონში გამარჯვებული სუბიექტი მუნიციპალური ტრანსპორტის გარე პერიმეტრზე რეკლამას ერთი წლის განმავლობაში განათავსებს.
დაინტერესებულ პირებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკლამის განთავსების აუქციონის პირობების და ფასების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს