

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორის ცენტრში. ჭავჭავაძის ქუჩაზე, კინოთეატრ ,,გამარჯვების“ მიმდებარედ არსებულ ე.წ. ზებრა გადასასვლელზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული შუახნის მამაკაცია, იგი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მიღებული ტრავმის გამო, კლინიკაში გადაყვანისას მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იყო, მათივე ინფორმაციით, მამაკაცი, სავარუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ჰოსპიტლის ინფორმაციით, პაციეტს ამ წუთებში უტარდება ყველა საჭირო კვლევა და შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს