

გორში, სუხიშვილის ქუჩაზე №10-ში მდებარე კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, პროექტი ასფალტის საფარის მოწყობასთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტი საფეხმავლოების, ახალი სასმელი და საკანალიზაციო სისტემების მონტაჟს ითვალისწინებს.
„მიმდინარე წელს, სუხიშვილის ქუჩაზე უკვე რეაბილიტირდა 4 კორპუსის ეზო (№14, №16, №22, №24). მრავალსართულიანი სახლების ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებას მერია წელსაც 100 %-ით აფინანსებს“, - ნათქვამია ვერხვების ადმინისტრაციული ერთეულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს