

შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ახალ გუბერნატორს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ხარაბაძეს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს შიდა ქართლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები.
ლევან ხარაბაძე დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს