

სოფელ ახრისში მომხდარ უბედურ შემთხვევას 46 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გოგა კასრაძე მიწის ნაკვეთს ე.წ. ხელის ტრაქტორით ამუშავებდა, რა დროსაც ტრაქტორის სახნავმა მექანიზმმა ჩაითრია. ოჯახის წევრებმა კასრაძე გარდაცვლილი იპოვეს. თანასოფლელების ინფორმაციით, ცხედარი სასტიკად იყო დასახიჩრებული.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, კასრაძე, სოფელ ახრისში მეუღლესთან და ტყუპ შვილთან ერთად ცხოვრობდა. კასრაძეების ოჯახი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს