

25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე აღინიშნება. წელს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან, 107 წელი შესრულდა.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 457 წელს ანტიოქიის ეკლესიისგან მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი ის 1811 წელს გააუქმა. მას შემდეგ ქართულ ეკლესიას რუსეთის სინოდი ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს დაიბრუნა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სცნო, თუმცა, ეს წერილობით არ ყოფილა დადასტურებული. მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს სცნო.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს