

საქართველოს მაღალმთიან ზონაში დილიდან თოვს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბაკურიანში, გუდაურში, რაჭაში, მესტიასა და გოდერძის უღელტეხილზე თოვა გვიან ღამემდე შენარჩუნდება.
რაც შეეხება უამინდობის გამო გზებზე არსებულ მდგომარეობას, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ. 39-კმ. 62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს