

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების მსურველთა რეგისტრაცია 4 მარტიდან დაიწყება.
როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებაში აცხადებენ, აკადემიაში მიიღებიან 24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 4 მარტიდან - 4 აპრილის 18:00 საათამდე.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: naec. ge
აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის კოდი კი 155- ია.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი