

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება.
ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა და ასფალტის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს.
„პროექტის მიხედვით დაგეგმილია 790 მეტრ გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის, მიერთებების, ეზოებში შესასვლელების და სანიაღვრე სისტემის მოწყობა.
პროექტის ღირებულება 575 337 ლარია და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - აცხადებენ მერიაში.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, საუბნო გზებთან ერთად, ბერბუკში, გზების მოვლა-პატრონობის პროექტით, ასფალტის საფარი სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზეც დაიგო.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს