

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე კულტურის ცენტრში კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ბენეფიციარებისთვის თოჯინების თეატრის სპექტაკლის ჩვენება გაიმართა.
გორის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების განყოფილებამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მცირე საკონცერტო დარბაზში უმასპინძლა.
„გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან. მთელი წლის მანძილზე ხორციელდება სხვადასხვა შინაარსის აქტივობები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ბენეფიციარებისთვის. კულტურის ცენტრის თითოეული თანამშრომელი ყოველთვის დიდი სიყვარულით ერთვება მსგავსი ტიპის აქტივობებში, რომ სიხარული აჩუქონ ბავშვებს“, - აცხადებენ სააგენტოში.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს