

გორის ცენტრალურ უბნებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ბორდიურების და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები თუთარაშვილის და გიგაშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს.
„პროექტით 2017 მეტრი გზის რეაბილიტაციაა გათვალისწინებული.
მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები და მონიშვნები. სამუშაოების ღირებულება კი 277 355 ლარია“, - აცხადებენ გორის მერიაში.
როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს, ასევე, ცხინვალის გზატკეცილზე. პროექტის ფარგლებში მოპირკეთდება შიდა საუბნო გზა საფეხმავლოსთან ერთად, განხორციელდება სატრანსპორტო გზის რეაბილიტაციაც.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს