

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია ხვალ, 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება, - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდის ჩაბარების მსურველებს კიდევ ერთხელ ახსენებს და გამოცდების ჩაბარების მსურველებს ყურადღებისკენ მოუწოდებს.
უწყების ინფორმაციით, მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისთვის რეგისტრაცია კი 15 აპრილის 18:00 საათამდეა შესაძლებელი.
ცნობისთვის, რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე online. naec. ge.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს