

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს.
ჭაბურღილი ორ სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას - ნაწრეტში მცხოვრებ 260 ოჯახს და ქვემო შავშვებში მცხოვრებ 95 ოჯახს 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს სასმელი წყლით.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
„ნაწრეტის გარდა, წყლის სისტემების მოწყობა გორის მუნიციპალიტეტის კიდევ ორ სოფელში - ტირძნისსა და ზერტში დაიწყება. მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლით მოსახლების 95% იქნება უზრუნველყოფილი“, - აცხადებენ გორის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს