

წინასააღდგომოდ კვერნაქის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია და მისასვლელი გზები დასუფთავდა.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, ტერიტორია ეკალ-ბარდების, პოლიეთილენის პარკების და სხვა სახის ნარჩენებისაგან პერიოდულად იწმინდება.
კეთილმოწყობის სამსახურის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ ქალაქის იერსახეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე განთავსებულია ნაგავშემკრები კონტეინერები, ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეთა მხრიდან ადგილი აქვს ნარჩენების დაყრას საფეხმავლო ბილიკებზე თუ საავტომობილო გზებზე. არაერთხელ დაფიქსირდა ნარჩენების დაწვის ფაქტიც, რაც სერიოზულ საფრთხეს ქმნის. მოგმართავთ თხოვნით, ნუ დააბინძურებთ საერთო სარგებლობის სივრცეებს, გავუფრთხილდეთ გარემოს“, - აცხადებენ სააგენტოში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს