

დასაქმების მსურველი შშმ პირებისთვის გორში შეხვედრა ჩატარდა. საინფორმაციო შეხვედრა დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და „საზოგადოება ბილიკის“ თანამშრომლობით ჩატარდა და ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, დიალოგის მიზანი შშმ პირების ეკონომიკური გაძლიერება, საზოგადოებაში მათი მაქსიმალური ინტეგრაცია და დასაქმების ხელშეწყობა იყო.
სამმხრივ შეხვედრაზე შშმ პირებს გააცნეს ის უფასო პროგრამები და სერვისები, რომლებიც მათ კომპეტენციების განვითარებასა და დასაქმებაში დაეხმარება.
შეხვედრის ორგანიზატორების ინფორმაცვიით, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებთან თანამშრომლობა მიზნად ისახავს აღნიშნული პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს