

„საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებებს განაგრძობს.
სოფელ საქაშეთი-სასირეთის ტერიტორიაზე ნატანი მასის და დანალექი გრუნტისგან ზედა რუს სარწყავი სისტემის დაახლოებით 3 კმ სიგრძის მაგისტრალური არხი გაიწმინდა.
სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს და, შედეგად, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების 2000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.
როგორც „საქართველოს მელიორაციაში“ აცხადებენ, მოწესრიგებული სარწყავი სისტემით სოფელ ქვემო ნიქოზის, ფხვენისის, შინდისის, ვარიანის მეურნეობის, საქაშეთის, სასირეთის, რუისის და ურბნისის ფართობები ირწყვება.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს