

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ქალაქის მასშტაბით, ასევე, სოფლებში. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტების ნაწილის დაგეგმვა-განხორციელება აქტიურ ფაზაშია, ნაწილი კი დასრულდა.
ერთ-ერთი ლოკაცია სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, კომბინატის დასახლებაში მდებარე ბაქოს ქუჩაა.
პროექტის მიხედვით მოეწყო: ასფალტი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ტროტუარები, მიერთებები, ბორდიურები, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები, პანდუსები, გარეგანათება და საგზაო ნიშნები.
რეაბილიტირებული მონაკვეთის სიგრძე 280 მეტრია.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი