

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა.
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე www. hr. gov. ge უნდა გაიარონ. ამავე გვერდზე მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას იმ კრიტერიუმების შესახებ, რასაც აღნიშნული ვაკანსიის დაკავებისთვის აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს.
რაც შეეხება ვაკანტურ სამუშაო ადგილს, უწყებას ღია კონკურსი გამოცხადებული აქვს მეორადი სტრუქტურული ერთეულის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს