

შიდა ქართლის რეგიონში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფლად მცხოვრებ ფერმერ ქალებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“, გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს და „მშვიდობის კერა მანათეას“ თანამშრომლობით გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, მომხსენებლებმა მდგრადი ორგანული მეურნეობის, ბუნების ბიო რიტმების და მასზე ინვაზიური ქმედებების, ვაზის კულტურების გაშენებასა და ბიო ორგანული ზრუნვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
მონაწილებს ძველი ქართული ადგილობრივი ჯიშის ცულისპირას, ღომის და ფეტვის სათესი მარცვლები გადაეცათ.
„ერთობლივ ინიციატივას საფუძვლად დაედო პროექტი „მედეგი ქალი ფერმერები ძლიერი და მშვიდობიანი საზოგადოებების ასაშენებლად", რომელსაც ქართლის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან 14 ქალი ჰყავს გაერთიანებული.“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
შეხვედრა გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს