

გორის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოფელ შინდისის 17 გმირის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ორგანიზაციის თანამშრომლებმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ღონისძიება წიგნის მაღაზიათა ქსელი ბიბლუსის მხარდაჭერით განხორციელდა.
შეგახსენებთ, 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი „იუნესკომ“ უილიამ შექსპირის დაბადების და გარდაცვალების გამო შეარჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს