

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ სტუდენტებთან თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.
გარდა ამისა, თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სიახლეები განიხილეს.
ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის თანაშემწე, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა მესხი და სამხედრო მოსამსახურეები ესწრებოდნენ.
სამხედრო მოსამსახურეებმა ახალგაზრდებს თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანების და პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ სამსახსოვრო საჩუქრები.
ცნობისთვის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტი პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში განხორციელდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს