

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
პროფესიული უნარების სააგენტოს ინფორმაციით, სასურველ პროგრამაზე
დარეგისტრირება 16 მაისამდეა შესაძლებელი.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა წარმატებული კარიერის საწინდარია და უმოკლეს დროში დასაქმების შესაძლებლობას იძლევა.
„პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მსურველმა მეტი ინფორმაციის მისაღებად უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე 032 2 200 220“, - აცხადებენ სააგენტოში.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს