

27 აპრილს, ხვალ, საქართველოში ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნება. როგორც ვეტერინარები აღნიშნავენ, ამ თარიღის დაარსება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ვეტერინარის როლის ზრდას ითვალისწინებს.
ვეტერინარიის მსოფლიო დღე ვეტერინართა მსოფლიო ასოციაციის (WVA) და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ინიციატივით, 2000 წელს დაარსდა და ყოველწლიურად 27 აპრილის აღინიშნება.
ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს გზავნილს და ძირითადი რეკომენდაციაა განსაკუთრებული ზრუნვა ცხოველთა ჯანმრთელობაზე, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანის სიცოცხლესთან.
ცხოველთა ჯანმრთელობის და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო და ვეტერინარები მოუწოდებენ მოსახლეობას, დაავადებებზე ვაქცინაცია ჩაუტარონ ცხოველებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს