

ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორში გამწვანების აქცია მოეწყო.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ლობჟანიძემ ვერხვების დასახლებაში იფანის და ვარდის ნერგები დარგო.
ღონისძიებაში კვერნაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ნიკა მიქაბერიძე და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ბექა ლობჟანიძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა.
„აღნიშნული აქტივობა მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში, ვერხვების დასახლების ტერიტორია დავასუფთავეთ და გამწვანების მიზნით, სხვადასხვა მცენარის ნერგები დავრგეთ. გარდა ამისა, ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემები მოვისმინე, რომელსაც შესაბამის სამსახურებს გავაცნობ“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა ბექა ლობჟანიძემ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს