

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის საჯარო სკოლა ბიოლოგიის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს. ვაკანტური პოზიცია კვირაში 8-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VIII, IX, X, XI კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 17 მაისს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 2024 წლის 15 სექტემბერია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს