

,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენა საქართველოს პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდისა პარლამენტის ოპოზიციური ნაწილის წარმომადგენელი დეპუტატები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
პლენარული სხდომის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით გუშინ მიიღო, დღეს კი, პლენარულ სხდომაზე იგეგმება მესამე მოსმენა და კანონპროექტის კენჭისყრაზე დაყენება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს