

არასრულწლოვანი ბრალდებულები/მსჯავრდებულები უფასო სატელეფონო სასაუბრო დროით ისარგებლებენ, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებულთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და გარე სამყაროსთან კონტაქტის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ინიციატივის ფარგლებში, არასრულწლოვან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს თვეში 60 წუთი სასაუბრო დრო დაუფინანსდებათ.
„უფასო სასაუბრო დროის გამოყენება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ზარებზე მსჯავრდებულებს სურვილისამებრ შეუძლიათ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისების თუ პროექტების განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს“, - აცხადებენ უწყებაში.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს