

გორის მუნიციპალიტეტის მერია და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების პროგრამას 20 მაისიდან დაიწყებს.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, კურსი განკუთვნილია გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, ავტობუსის მძღოლის პროფესიას დაეუფლონ, ხოლო პროექტის მიზანი საქართველოს მუნიციპალურ სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და ინკლუზიური სატრანსპორტო მომსახურების ხელშეწყობაა.
სწავლება 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ცნობისთვის, კურსი „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, EY საქართველოს დახმარებით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს