

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გორში გრძელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ დროისთვის შესაბამისი სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ უბანში, თუთარაშვილის და გიგაშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია 217 მეტრი გზის რეაბილიტაცია.
რაც შეეხება შესასრულებელ სამუშაოებს, ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები და მონიშვნები მოეწყობა.
სამუშაოების ღირებულება 277 355 ლარია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს