

საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით - 84 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტი დაამტკიცა. კენჭისყრისას კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცა 30-მა დეპუტატმა.
პროცედურულად, პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.
შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.
კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენებიც და სასესიო განხილვებიც ხმაურის და საპროტესტო აქციების ფონნზე მიმდინარეობდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს