

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის საველე ოფისის წარმომადგენლები ნიკო ლომოურის და ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმებში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები მუზეუმების მუშაობას გაეცნენ. ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე ისაუბრეს და არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
ცნობისთვის, მუზეუმების საერთაშორისო დღე მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM) 1977 წელს დააფუძნა. თარიღის აღნიშვნის მიზანს საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის მნიშვნელობის გაცნობიერება წარმოადგენს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს