

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სოფელ არაშენდაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილთან ერთად, სანიაღვრეები, ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და საგზაო ნიშნები მოეწყო.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, სამუშაოების ღირებულებამ 1 569 477 ლარი შეადგინა.
პროექტის ფარგლებში 2 400 მეტრი გზა მოწესრიგდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს