

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ, შიდა კვარტალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება და პროექტის მიხედვით მოეწყობა: გზის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, დამონტაჟდება გარეგანათება.
„შიდა კვარტალური გზის მონაკვეთის სიგრძე 607 მეტრია. პროექტის ღირებულება კი 870 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს