გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები 26 ივლისიდან დაიწყება, - აღნიშნულის შესახებ „გორის მაცნეს“ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.
„სააღმზრდელო პროცესი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ბაგა-ბაღებში 25 ივლისის ჩათვლით წარიმართება. რაც შეეხება არდადეგების ხანგრძლივობას და 2024-2025 სასწავლო წლის განახლების თარიღს, რადგან 15 სექტემბერი კვირაა, ბაღებში სწავლა 16 სექტემბერს განახლდება“, - აცხადებენ სააგენტოში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი