

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგი ჩაუტარდათ.
შეხვედრას, რომლის თემაც „გენდერული თანასწორობისა და თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობა“ იყო, ორგანიზაციის როგორც მენეჯერული რგოლის თანამშრომლები, ასევე, ტექნიკური პერსონალი ესწრებოდა.
„აღნიშნული ტრენინგი პროექტის - „ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის (გენდერული სერვისები)" ფარგლებში ჩატარდა. მიზანს კი, სატრანსპორტო კომპანიებში გენდერული თანასწორობის და თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობა და რეგიონებში მოსახლეობის სპეციფიკურ-ტექნიკურ უნარებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. რაც შეეხება პროექტის განმახორციელებელს, ევროპის რეკონსტრუქცისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოში შპს „იუაისთან“ თანამშრომლობით ახორციელებს“, - აცხადებენ სააგენტოში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს