

თურქეთმა კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა, აღნიშნულ ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ინფიცირებული პაციენტი მამაკაცია, რომელიც ევროპაში იმყოფებოდა.
„მისი ოჯახის წევრები და კონტაქტები მონიტორინგის ქვეშ გვყავს. გთხოვთ, არ იმოგზაუროთ საზღვარგარეთ, თუ ეს აუცილებლობიდან არ გამომდინარეობს. მათ კი, ვინც ჩამოდის უცხო ქვეყნებიდან, გთხოვთ დაიცვათ თვითიზოლაციის წესები“, - აცხადებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი.
მისივე ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალმა და საავადმყოფოებმა სიფრთხილის ზომები უკვე მიიღეს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს