

გორის და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი გიორგი სოსიაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პარლამენტარმა იმ ძირითად პრინციპებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყნის და რეგიონის სტაბილური, თანმიმდევრული განვითარების პერსპექტივებზეა დაფუძნებული.
შეხვედრის ფარგლებში, მერის წარმომადგენლებთან ერთად, კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულების სპეციფიკური გამოწვევები განიხილეს და გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს