

კეთილმოწყობის სააგენტომ ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ქალაქის ქუჩების მორეცხვის სამუშაოები დაიწყო.
სპეციალური მანქანების საშუალებით, წყლის ჭავლით საავტომობილო გზების მორეცხვა დილის საათებში მიმდინარეობს.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ასფალტის სველი წესით დასუფთავების სამუშაოები მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
ქუჩების მორეცხვის პარალელურად, კეთილმოწყობის სააგენტო, ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, სკვერების, გაზონების და სხვა გამწვანებული სივრცეების მოწესრიგებლად სხვა სეზონურ სამუშაოებსაც ახორციელებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს