

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
გორის მერიის ინფორმაციით, სოფლის რეაბილიტირებული გზის მონაკვეთის სიგრზე 2 719 მეტრია. პროექტი კი, როგორც დასახლებულ პუნქტამდე მისასვლელ, ასევე, სოფლის ცენტრალური გზის მოწესრიგებასაც ითვალისწინებდა.
პროექტის მიხედვით ახრისში მოეწყო ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, გადაკვეთებზე ჩაისვა ლითონის მილები, გზის ორივე მხარეს გაკეთდა რკინა-ბეტონის სანიაღვრეები და საჭიროების გათვალისწინებით, ცხაურები.
ადგილობრივების თქმით, გზის აღნიშნულ მონაკვეთს, წლებია, მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს