

გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტომ სოფელ ქვემო ბოშურში დასუფთავების აქცია მოაწყო.
ეკო აქტივობაში სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივები, გერმანელი მოხალისეები, გორის მუნიციპალური ინსპექციის, ტანას აღკვეთილის და კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშომლებიც მონაწილეობდნენ.
აქციის ფარგლებში, სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია მყარი ნარჩენებისგან გაიწმინდა.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს და ბოშურის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს