

2024-2025 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი, ხვალ, 20 ივნისს დაიწყება.
სააგენტოს ცნობით, პროცესი 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და დარეგისტრირებას ის ბავშვები შეძლებენ, რომელთა და-ძმაც უკვე კონკრეტული ბაღის აღსაზრდელია.
პირველ ეტაპზე ბაგა-ბაღებში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია სასურველი ბაღის დირექტორთან უნდა წარადგინონ და განცხადება დაწერონ.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში, აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება.
რაც შეეხება მეორე ეტაპის რეგისტრაციის დაწყების და დასრულების ვადებს, პროცესი 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით იწარმოებს. დარეგისტრირებას შეძლებს ყველა მსურველი, ვისაც ორი წელი მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე უსრულდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს