

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყო. სარემონტო გზის მონაკვეთი გორი-ნიქოზის საავტომობილო გზიდან იწყება და მშენებარე სკოლის ტერიტორიასთან სრულდება.
არსებული გზის ზედაპირი სრულად დაფარულია გრუნტით, თუმცა, პროექტი გზაზე ასფალტის საფარის დაგებას ითვალისწინებს, ასევე, მოეწყობა მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციისთვის 403 136 ლარია გათვალისწინებული, რაც შეეხება სარეაბილიტაციო მონაკვეთს, მისი სიგრძე 689 მეტრს შეადგენს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს