

დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი ქალებისთვის გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს პროექტი - „ქართული რეწვა დასაქმებისთვის" დასრულდა.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეაში თექის, კერამიკის და ფარდაგების ქსოვის უფასო სამთვიანი კურსი გაიარეს.
სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიზანი დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი ქალებისთვის ახალი საქმიანობის შესწავლის გზით თვითდასაქმების შესაძლებლობების გაჩენაა.
„პროექტი მიზნად ისახავდა დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი ქალებისთვის კერამიკის, თექის და ფარდაგის შესწავლის გზით თვითდასაქმების შესაძლებლობის გაჩენას.
მინი გალერეა სასწავლო ცენტრია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებს და მოზარდებს უფასო გაკვეთილებს სთავაზობს. მოსწავლეები ტრადიციული ხალხური რეწვის მიმდინარეობებს ეუფლებიან“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს