

ქალაქში არსებული სკვერების და რეკრეაციული სივრცეების მოვლა-მოწესრიგების მიზნით, კეთილმოწყობის სააგენტო სხვადასხვა ღონისძიებას აგრძელებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ამ დროისთვის გორში აქტიურად მიმდინარეობს სკვერების, გამწვანების ზოლების მოწესრიგება და პერიოდულად ირეცხება მიწისქვეშა გადასასვლელები.
„ქალაქის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ზაფხულის სეზონის განმავლობაში, აღნიშნული სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. კერძოდ, მიმდინარეობს ბალახის თიბვა, მცენარეების გასხვლა-ფორმირება, ხეების გადაბელვა, შეწამვლა, მორწყვა და სხვა. პარალელურად, სკვერებში იცვლება დაზიანებული ინფრასტრუქტურა, სკამების, ურნების რესტავრაცია/ახლით ჩანაცვლება“, - აცხადებენ სააგენტოში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს