

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის საოპერაციო ბლოკს სამხედრო სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკის რევაზ ხარჩილავას სახელი მიენიჭა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ჰოსპიტლის ხელმძღვანელობამ და ადმინისტრაციამ მიიღო.
სამხედრო სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკი რევაზ ხარჩილავა ჰოსპიტლის ქირურგიულ სამსახურს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა.
რევაზ ხარჩილავა მიმდინარე წლის აპრილში გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს