

26 ივლისს გორში ფეინთბოლის ჩემპიონატი ჩატარდება.
შეჯიბრებაში მონაწილეობა 15-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილე გუნდების რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
მსურველებს რეგისტრაციის გავლა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ბმულის მეშვეობით შეუძლიათ.
ჩემპიონატში ათი გუნდი იასპარეზებს. შესაბამისად, ათი გუნდის რეგისტრაციის შემდეგ, აპლიკაციების მიღების პროცესი ავტომატურად შეწყდება.
შეჯიბრება გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის თანამშრომლობით ხორციელდება. ინიციატივა „გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამიდან“ ფინანსდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი ფეინთბოლის, ექსტრემალური სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს